ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის წარადგენს სიმართლეს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის შესახებ, როდესაც აშშ-ის კონგრესში, 24 ივლისს სიტყვით გამოვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, ის წარადგენს სიმართლეს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის შესახებ, როდესაც -ის კონგრესში, 24 ივლისს სიტყვით გამოვა, – ინფორმაციას Reuters-ი „რესპუბლიკელ“ ლიდერებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონისა და სენატის უმცირესობის ლიდერის მიჩ მაკკონელის განცხადებით, ნეთანიაჰუ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივ სესიაზე ისაუბრებს.
„აღფრთოვანებული ვარ, რომ მაქვს პრივილეგია წარმოვადგინო კონგრესის ორივე პალატის წინაშე და ამერიკელ ხალხსა და მთელი მსოფლიოს წარმომადგენლებს წარვუდგინო სიმართლე ჩვენი სამართლიანი ომის შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენს განადგურებას ცდილობს“, – აღნიშნულია ნეთანიაჰუს განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ნეთანიაჰუ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აშშ-ში ვიზიტის დროს.

ასევე დაგაინტერესებთ