ს განცხადებით, გადაწყვეტს, რომელი უცხოური ჯარები იქნება მისაღები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, განსაზღვრავს, თუ რომელ უცხოურ ძალებს დაუშვებს ღაზაში საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში, რომლის მიზანი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვის ხელშეწყობაა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ვაკონტროლებთ ჩვენს უსაფრთხოებას და ასევე ნათლად განვაცხადეთ საერთაშორისო ძალებთან დაკავშირებით, რომ ისრაელი განსაზღვრავს, რომელი ძალებია ჩვენთვის მიუღებელი და ასე ვმოქმედებთ და გავაგრძელებთ მოქმედებას. ეს, რა თქმა უნდა, მისაღებია შეერთებული შტატებისთვისაც, როგორც მისმა მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ბოლო დღეებში განაცხადეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
-ის პრეზიდენტ ს ინიციატივით მიღწეული შეთანხმება ისრაელისა და „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ღაზაში საერთაშორისო ძალების შესვლას და უსაფრთხოების ზედამხედველობას ითვალისწინებს.
ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკელი ჯარისკაცების ღაზას სექტორში გაგზავნა გამორიცხა და მოლაპარაკებებს აწარმოებენ ინდონეზიასთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ეგვიპტესთან, კატართან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან მრავალეროვნულ ძალებში წვლილის შესატანად.
გასულ კვირას ნეთანიაჰუმ მიანიშნა, რომ ის წინააღმდეგი იქნება იმის, რომ თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ღაზაში რაიმე როლი შეასრულონ.
-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც ისრაელში ვიზიტით იმყოფებოდა, პარასკევს განაცხადა, რომ საერთაშორისო ძალები უნდა შედგებოდნენ „იმ ქვეყნებისგან, რომლებთანაც ისრაელი კომფორტულად გრძნობს თავს“. მან თურქეთის ჩართულობაზე კომენტარი არ გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი