ს განცხადებით, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური რეპუტაცია სამუდამოდ შეილახა

ს პრემიერ-მინისტრის ს განცხადებით, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური რეპუტაცია სამუდამოდ შეილახა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ მისი ავსტრალიელი კოლეგის, ენტონი ალბანეზეს შესახებ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, მას შემდეგ რაც რამდენიმე დღის წინ მას „სუსტი პოლიტიკოსი“ უწოდა.
„ვფიქრობ, მისი რეპუტაცია სამუდამოდ შეილახა იმ სისუსტით, რომელიც მან „ჰამასის“ ტერორისტი მონსტრების წინაშე გამოიჩინა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ Sky News Australia-თან ინტერვიუში.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს. ავსტრალიის მინისტრმა მიგრაციის საკითხებში, ტონი ბურკმა აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუს კრიტიკა სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია.
ავსტრალიის პრემიერმა ნეთანიაჰუს კრიტიკაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ „ამას პირადად არ იღებს“.
„მე სხვა ქვეყნების ლიდერებს პატივისცემით ვეპყრობი, მათთან დიპლომატიური გზით ვთანამშრომლობ“, – აღნიშნა ენტონი ალბანეზემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!