ბენიამიმ ნეთანიაჰუ – „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი მრავალი თვე გაგრძელდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომი თვეების განმავლობაში გაგრძელდება.
ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღაზის სექტორის ტერიტორიაზე ისრაელის შეტევა “კიდევ მრავალი თვის განმავლობაში” გაგრძელდება. მისი თქმით, ისრაელის ძალებმა ომში „8000-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს“.
„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ არ მივაღწევთ ომის მიზნებს, კერძოდ : „ჰამასის“ ლიკვიდაციას და ყველა ჩვენი მძევლის გათავისუფლებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ღაზა აღარ იყოს საფრთხე ისრაელისთვის“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი 7 ოქტომბერს დაიწყო, დაჯგუფება თავს დაესხა ისრაელს, რის შედეგადაც, ისრაელის ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 1200 და მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი. ისრაელმა „ჰამასის“ თავდასხმას ღაზის სექტორზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმებით და სახმელეთო შეტევით უპასუხა. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად 21 672 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება