ბენიამიმ ნეთანიაჰუ – ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ მზარდი სამხედრო ძალით იმოქმედებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, მან და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა სამხედროებს დაავალეს, რომ ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ მკაცრი ქმედებები გაეტარებინათ.
„პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ს თავდაცვის ძალებს ღაზას სექტორში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება დაავალეს. ეს მოჰყვა „ჰამასის“ არაერთ უარს ჩვენი მძევლების გათავისუფლებაზე, ისევე როგორც ყველა იმ წინადადებაზე, რომელიც მან მიიღო -ის პრეზიდენტის წარმომადგენლის სტივ ვიტკოფისა და შუამავლებისგან“, – აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
ისრაელის პრემიერის ოფისში აცხადებენ, რომ თავდაცვის ძალები ღაზაში „ჰამასის“ ობიექტებს ურტყამს, რათა ომის მიზნებს მიაღწიოს.
„ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ობიექტებს უტევს, რათა მიაღწიოს ომის მიზნებს, როგორც ეს განსაზღვრულია პოლიტიკური ეშელონის მიერ, მათ შორის ჩვენი მძევლების, როგორც ცოცხლების, ასევე გარდაცვლილების, გათავისუფლებას. ისრაელი, ამიერიდან, „ჰამასის“ წინააღმდეგ მზარდი სამხედრო ძალით იმოქმედებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოპერატიული გეგმა შაბათ-კვირას წარადგინა და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს