ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის 54.7% რუსეთზე მოდის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2024 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 423.4 ათასი ტონა, რაც 76.2 ათასი ტონით ანუ 21.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (347.2 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2024 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 214.2 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 209.2 ათასი ტონა.
კატეგორიების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი – 113.6 ათასი ტონა (53%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი – 95.8 ათასი ტონა (44.7%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი – 4.8 ათასი ტონა (2.2%);
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა დან – 231.6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 54.7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი – 56.7 ათასი ტონა – 13.4%; რუმინეთი – 54.8 ათასი ტონა – 12.9%; აზერბაიჯანი – 36,5 ათასი ტონა – 8,6%; ბელარუსი – 17,5 ათასი ტონა – 4,1%; თურქმენეთი – 10,2 ათასი ტონა – 2,4%; კვიპროსი – 6,3 ათასი ტონა – 1,5%; საბერძნეთი – 5,5 ათასი ტონა – 1,3%; თურქეთი – 2 ათასი ტონა – 0,5% და სხვ.