ბენზინისა და დიზელის იმპორტის 52,2% რუსეთზე მოდის – სად რა მოცულობის საწვავს ყიდულობს საქართველო

საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტის 52,2% რუსეთზე მოდის. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის სტატისტიკით, წელს 5 თვეში ქვეყანამ ჩრდილოეთში 261,9 ათასი ტონა საწვავი იყიდა.
მთლიანად, კი კავშორის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 502,1 ათასი ტონა, რაც 63,3 ათასი ტონით ანუ 14,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (438,8 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, 2024 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 251,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 250,4 ათასი ტონა.
„კატეგორიების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი – 135,6 ათასი ტონა (53,9%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი – 110,3 ათასი ტონა (43,8%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი – 5,7 ათასი ტონა (2.3%);
იმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეებში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა დან – 261,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 52,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი – 73,6 ათასი ტონა – 14,7%; რუმინეთი – 55,9 ათასი ტონა – 11,1%; აზერბაიჯანი – 48 ათასი ტონა – 9,6%; ბელარუსი – 26,9 ათასი ტონა – 5,3%; თურქმენეთი – 13,9 ათასი ტონა – 2,8%; საბერძნეთი – 11,2 ათასი ტონა – 2,2%; კვიპროსი – 6,3 ათასი ტონა – 1,2%; თურქეთი – 2,1 ათასი ტონა – 0,4% და სხვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
bpn.ge