ბენზემას ევროპაში დაბრუნება სურს – ფრანგს პრემიერლიგის გუნდები ეპატიჟებიან

“ალ იტიჰადის” ფორვარდს კარიმ ბენზემას პროლიგის დატოვება და სათამაშოდ ევროპაში დაბრუნება სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფრანგ ფეხბურთელს ინგლისის პრემიერლიგიდან “ჩელსი” ეპატიჟება.
ბრიტანული გამოცემა Team Talk-ის ცნობით, ბენზემას იჯარით დამატებას მეორე ლონდონური გუნდი “არსენალიც” განიხილავს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს “რეალის” ყოფილი ფორვარდი, თუმცა ევროპაში დასაბრუნებლად, დიდი ალბათობით, ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.
შეგახსენებთ, ბენზემა “ალ იტიჰადში” წელიწადში 214 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში