ბელორუსში, სავარაუდოდ, „ისკანდერებით“ შეიარაღებული ახალი სამხედრო ბრიგადა ყალიბდება

ბელარუსში, მოგილევის რაიონის ოსიპოვიჩში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე შენდება ორი ახალი ანგარი. ისინი ზომით და ფორმით ჰგვანან ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს „ისკანდერის“ სადგომებს, რომლებიც აქ ერთი წლის წინ აშენდა. ანგარების სატელიტური ფოტოებზე, რომლებიც რადიო თავისუფლების ბელარუსულმა სამსახურმა მოიპოვა, მოჩანს ასევე მიტოვებული ყაზარმისა და ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცია.
ჟურნალისტების გათვლებით, თითოეულ ასეთ ანგარში 12 საბრძოლო მანქანის დატევა შეუძლია. ეს არის ზუსტად კომპლექს “ისკანდერის” სტანდარტული დივიზიის ზომა ს არმიაში. იგი მოიცავს 6 სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობას: სამეთაურო და საშტაბო მანქანას, ქმედუნარიანობის უზრუნველყოფის მანქანას, თვითმავალ სარაკეტო გამშვებს, სატრანსპორტო- დამტენი მანქანას, ინფორმაციის მომზადების მობილურ პუნქტს და რეგულირებისა და ტექნიკური მომსახურების მანქანას.

ლუკაშენკოს მიერ 2024 წლის თებერვალში გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ბელორუსს უკვე ჰყავს ორი დივიზია, ანუ დაახლოებით 24 ასეთი სამხედრო მანქანა, რომელთაგან 8 ატარებს რაკეტებს.
„ისკანდერის“ პირველი სარაკეტო სისტემების ბელორუსისთვის გადაცემის შესახებ ალიაქსანდრ ლუკაშენკომ 2022 წლის 19 დეკემბერს პუტინთან შეხვედრისას გამოაცხადა. 2023 წლის თებერვალში, რუსეთის სასწავლო მოედნებზე მიღებული მომზადების შემდეგ, ბელორუსმა სამხედროებმა დაიწყეს კომპლექსის დამოუკიდებლად მართვა.

2023 წლის 25 მარტს პუტინმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განაცხადა. იმავე წლის აპრილში ბელარუსმა სამხედროებმა ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი საჩვენებელი წვრთნა ჩაატარეს.
სამხედრო ნაწილი, რომელიც ამჟამად ახალი ანგარების მშენებლობა მიმდინარეობს, ოსიპოვიჩის საცდელი პოლიგონიდან 7, ხოლო 1405-ე საარტილერიო საბრძოლო მასალის ბაზიდან 12 კმ-ში მდებარეობს. გამოცემა New York Times-ისა და ამერიკელ მეცნიერთა თანახმად, რუსეთისგან მიღებული ბირთვული ქობინები შესაძლოა ბელარუსის ტერიტორიის სწორედ ამ ნაწილზე ინახებოდეს.
„ისკანდერი“ რუსული ოპერატიული-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების ჯგუფს განეკუთვნება. მის მთავარ მიზანს პოტენციური მტრის საჰაერო თავდაცვის სისტემების, ასევე მნიშვნელოვანი ობიექტების: ხიდების, საწყობების, სამეთაურო პუნქტების და საკომუნიკაციო ცენტრები, თვითმფრინავების და შვეულმფრენების აეროდრომების და ინფრასტრუქტურის ობიექტების განადგურება წარმოადგენს. „ისკანდერ M“-ის რაკეტების ფრენის დიაპაზონი მაქსიმალური სიშორე 500 კმ-ს შეადგენს. ანუ ბელორუსში განლაგებულ ამ რაკეტებს შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის თითქმის მთელ ტერიტორიას, ასევე უკრაინის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!