ბელინგემი: ევროპის ჩემპიონატის ფინალში ეს მეტოქე მინდა

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა ევრო 2024-ის 1/4-ფინალში შვეიცარიის დამარცხების (პენალტების სერიაში) ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ფინალის პერსპექტივაზე ისაუბრა.
“იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავალთ და იქ ესპანეთის ნაკრებს შეხვდები. ესპანელები ბოლო სამი კვირაა ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებენ და გამორიცხული არაფერია. თუმცა მე ინგლისის ნაკრებსა და ჩემს თანაგუნდელებზე ვარ ორიენტირებული,” – თქვა ბელინგემმა.
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალებში ერთმანეთს ესპანეთი-საფრანგეთი და ინგლისი-ნიდერლანდები დაუპირისპირდებიან. ტურნირის 1/2-ფინალური შეხვედრები 9 და 10 ივლისს გაიმართება.