ბელგრადში სერბეთის პოლიცია ანტისამთავრობო პროტესტს დაუპირისპირდა

სერბეთის პოლიცია ბელგრადში გამართულ მასშტაბურ ანტისამთავრობო აქციაზე დემონსტრანტებს დაუპირისპირდა. აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებსა და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის 12-წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვდნენ.
დაახლოებით 140 000 დემონსტრანტი შეიკრიბა დედაქალაქში — ეს იყო ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია, რომელსაც სტუდენტების ინიციატივით დაწყებული მოძრაობა ხელმძღვანელობდა. ისინი სკანდირებდნენ: „ გვინდა!“.
ათობით ადამიანი დააკავეს, სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები.
პრეზიდენტმა ვუჩიჩმა არჩევნების მოთხოვნით გამოსული დემონსტრანტები უცხო ქვეყნის მიერ დაგეგმილი შეთქმულების მონაწილეებად გამოაცხადა, რომლებიც ცდილობდნენ ქვეყნის მიტაცებას.
„მათ სურდათ სერბეთის დამხობა, მაგრამ ვერ მოახერხეს“, — დაწერა მან საკუთარ Instagram-ზე.
27 ივნისს, პარასკევს, ხუთი ადამიანი დააკავეს, ისინი ბრალდებულნი არიან მთავრობის დამხობის დაგეგმვაში — ნათქვამია სერბეთის უმაღლესი სასამართლოს განცხადებაში.
შეტაკებების შემდეგ, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მკაცრად გააკრიტიკა დემონსტრანტების მხრიდან გამოვლენილი ძალადობა და განაცხადა, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი იქნება დაკავებული.
რამდენიმეთვიანმა საპროტესტო გამოსვლებმა სერბეთში, მათ შორის უნივერსიტეტების დახურვამ — შეარყი ვუჩიჩის მმართველობა – წერს BBC. მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა 2027 წელს სრულდება, როდესაც საპარლამენტო არჩევნებიცაა დაგეგმილი.
პრეზიდენტი უარს ამბობს ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე. პროგრესული პარტიის კოალიციას პარლამენტში 250 მანდატიდან 156 აქვს.
ოპონენტები ვუჩიჩს და მის მოკავშირეებს სდებენ ბრალს ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირებში, კორუფციაში, ოპონენტებზე ძალადობასა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაში — რასაც ვუჩიჩის გუნდში უარყოფენ.
ვუჩიჩი ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობას რუსეთთან. მიუხედავად იმისა, რომ სერბეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, ის არ შეუერთდა დასავლურ სანქციებს, რომლებიც მოსკოვს ში შეჭრის გამო დაეკისრა.
სტუდენტებმა, ოპოზიციამ, მასწავლებლებმა, მუშებმა და ფერმერებმა დემონსტრაციები გასული წლის დეკემბერში დაიწყეს, მას შემდეგ, რაც 1 ნოემბერს ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევამ 16 ადამიანი იმსხვერპლა. მომიტინგეები კატასტროფას სისტემურ კორუფციას აბრალებენ.
აღნიშნულ შემთხვევას უკვე მოჰყვა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გადადგომა.
შაბათის აქციის დასასრულს ორგანიზატორებმა დემონსტრანტების აუდიომიმართვა გაუშვეს, რომელშიც მოუწოდეს მოქალაქეებს: „თავისუფლება საკუთარ ხელში აიღეთ“ და აანთეთ „მწვანე შუქი“ მოქმედებისთვის.
„ხელისუფლებას ჰქონდა ყველა შესაძლებლობა და საკმარისი დრო, რომ პასუხი გაეცა მოთხოვნებზე და თავიდან აერიდებინა ესკალაცია,“ — წერენ ორგანიზატორები Instagram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„მაგრამ ამის ნაცვლად მათ ძალადობა და ხალხის წინააღმდეგ რეპრესიები აირჩიეს. სიტუაციის შესაძლო რადიკალიზაცია მხოლოდ მათ პასუხისმგებლობაზეა.“
ფორუმი