ბელგრადში ვადამდელი ს მოთხოვნით გამართულ აქციაზე პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა – დაკავებულია ათობით ადამიანი

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ვადამდელი ს მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამართალდამცავებმა ათობით ადამიანი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში დაახლოებით 140 000 მომიტინგე შეიკრიბა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სერბეთის პრეზიდენტისთვის, ალექსანდრ ვუჩიჩისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების დასანიშნად დრო 28 ივნისის 21:00 საათამდე მისცეს.
შეგახსენებთ, სტუდენტების, ოპოზიციის, მასწავლებლების, მუშებისა და ფერმერების საპროტესტო აქციები გასული წლის დეკემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც 1-ელ ნოემბერს ნოვი სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. მომიტინგეები მომხდარს კორუფციას უკავშირებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს