ბელგოროდში დრონი შეეჯახა კომპანია „გაზპრომის“ შენობას

უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო ს ქალაქ ბელგოროდზე. ერთ-ერთი დრონი კომპანია „გაზპრომის“ შენობას შეეჯახა.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, „რესურსებით მომარაგების საწარმოს ადმინისტრაციულ შენობასთან უპილოტოს შეჯახებით“ გამოწვეული აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა. გლადკოვს საწარმო არ დაუკონკრეტებია.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ადგილობრივი ტელეგრამ-არხებით და მედიით გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალის მიხედვით წერს, რომ დრონით შეტევის შედეგად „გაზპრომის“ შენობა დაზიანდა. თავად ამ კომპანიას კომენტარი არ გაუკეთებია.
ს თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში 5 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ს ბელგოროდზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
სთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, რომლებზეც უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ხშირად ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისიის ანგარიში – პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს