ბელგოროდში დაბომბვის გამო სკოლებმა, კოლეჯებმა და სავაჭრო ცენტრებმა მუშაობა შეწყვიტეს

ს ქალაქ ბელგოროდში საჰაერო იერიშის გამო შეჩერებულია სკოლების, კოლეჯების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

ბელგოროდის ხელისუფლების ინფორმაციით, იერიშების შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, დაზიანდა შენობები და ავტომანქანები.

ასევე დაიბომბა ბელგოროდის ოლქის დასახლება გრაივერონი, სადაც დაიწვა საცხოვრებელი სახლი.

მანამდე ლეგიონმა „თავისუფლება რუსეთს“, რომელიც 12 მარტს ს კურსკის და ბელგოროდის ოლქებში შეიჭრა, ამ ქალაქების და კურსკის და ბელგოროდის ოლქების მოსახლეობას კვლავ ევაკუაციისკენ მოუწოდა. ლეგიონი აცხადებს, რომ ამ ქალაქებში განლაგებულ სამხედრო ობიექტებზე მასიურ შეტევას გააგრძელებს.

ვიდეო