ბელგოროდსა და ოკუპირებულ ყირიმში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა – BBC

რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილსა და ოკუპირებულ ყირიმში ძლიერი აფეთქებები ისმოდა, – ამის შესახებ BBC წერს.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის თქმით, ღამით, რამდენიმე დრონი გაანადგურეს. როგორც BBC წერს, ოკუპირებული ყირიმის უდიდეს ქალაქ სევასტოპოლში, პორტის ტერიტორიაზე, რაკეტა ჩამოაგდეს.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ბოლო დღეებში, რუსეთსა და უკრაინას შორის საჰაერო ომი გამწვავდა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთმა, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, დაახლოებით 300 რაკეტა და 200 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა