ბელგოროდში აფეთქებების ხმები ბოლო საათებში უკვე მეოთხეჯერ ისმოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ჩამოაგდო მოწინააღმდეგის 9 რაკეტა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინამ თავდასასხმელად გამოიყენა Вільха-სა და Точка-У-ს ტიპის რაკეტები.
“მოსკოვის დროით დაახლოებით 22:30-ზე აღვკვეთეთ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე კიევის რეჟიმის მორიგი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა Ольха-ს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისა და ოპერატიული სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი Точка-У-ს რაკეტებით. ჰსთ-ს საშუალებებით ჩამოვაგდეთ ოპერატიული ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი Точка-У-ს 2 რაკეტა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Ольха-ს 7 რაკეტა”. – ირწმუნებიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით დაზიანდა 3 კერძო სახლის ფანჯრები, ბუნებრივი აირის მილი და ერთი ავტომობილი. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, თუ როგორ მუშაობს რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც აფეთქებების ხმები ისმის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ 2 იანვარს ჩჯამში ამოაგდეს Вільха-ს ტიპის ოცდაოთხივე ნასროლი რაკეტა.
აქამდე ბელგოროდი 2 იანვარს სამჯერ დაიბომბა. მესამე შემთხვევის დროს, რუსეთის ცნობით, იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
აქამდე, გასულ ღამეს რუსეთმა იერიში მიიტანა ხარკოვსა და კიევზე. დარტყმების ფარგლებში 100-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენეს. იერიშების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი.
ბოლო რამდენიმე დღეა, რაც რუსეთს უკრაინაზე ფართომასშტაბური იერიშები მიაქვს. თავდაპირველად, ბოლო პერიოდში უდიდესი დარტყმები 30 დეკემბრის გამთენიისას მიიტანა, რასაც 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მცირე ხნის შემდეგ, უკრაინამ რუსეთს ბელგოროდზე საპასუხო დარტყმებით უპასუხა. რუსეთის ინფორმაციით, ამ იერიშების შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი. რაკეტები ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა. როგორც უკრაინულ მედიასთან თავდაცვის წყაროები ამბობდნენ, ეს რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არაპროფესიონალური მუშაობის შედეგი იყო. ბელგოროდზე იერიშს რუსეთის დარტყმები მოჰყვა ხარკოვსა და სხვა რეგიონებზე.