ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ბელგოროდის ოლქში, რეგიონულ დონეზე, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.
გლადკოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქს ყოველდღე ბომბავენ, რის შედეგადაც, რამდენიმე სახლი დაინგრა, ხოლო ადგილობრივებს შორის დაშავებულები და დაღუპულები არიან.
„ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დღეიდან, ბელგოროდის ოლქში რეგიონულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადოთ“, – განაცხადა ვიაჩესლავ გლადკოვმა.
მისივე თქმით, ოლქში სიტუაცია რთულია და გეგმავს საგანგებო მდგომარეობის ფედერალურ დონეზე გამოცხადების მიზნით ს სამთავრობო კომისიას მიმართოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ – ამ იმედით უნდა ვიყოთ, რომ ევროპა ჰპოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას შეეფერება ტრადიციულად, საუკუნეების მანძილზე

ირაკლი კობახიძე – ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული, დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება კაცობრიობას