ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკის რაიონი 11 ათასზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა

ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკის რაიონის 11 ათასზე მეტმა მცხოვრებმა, ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, თავიანთი დასახლებები დატოვა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
„ახლა ათასამდე ადამიანი იმყოფება დროებითი განსახლების ცენტრებში, ისინი უზრუნველყოფილნი არიან კვებით, საწოლებით, პირველადი მოხმარების ნივთებით“, – განაცხადა მან.
გუშინ, გუბერნატორმა გლადკოვმა კრასნოიარუჟსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა. აღნიშნული რაიონი ს კურსკის ოლქსა და უკრაინის სუმის ოლქს შორის მდებარეობს. მოგვიანებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტერიტორიაზე შესასვლელი ჩაკეტა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტულადაა პუბლიკაში, რაც თურქმენეთში იყო, დემოკრატ ლიდერებთან კი არაკომფორტულად – თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა

სალომე ზურაბიშვილი აქციაზე – უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს – რაც შეეხება გეგმას, არავის არასდროს აქვს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, გეგმა არის არ შეგუება, გეგმა აგერ არის: ეს ხალხი!