ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი – დრონებით თავდასხმის შედეგად, ბელგოროდში შენობები დაზიანდა და ორი ადამიანი დაიღუპა

დრონებით თავდასხმის შედეგად, ბელგოროდში შენობები დაზიანდა და 2 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, ბელგოროდზე თავდასხმა დილით განხორციელდა, რის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
ს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქალაქის თავზე რვა RM-70 Vampire ჭურვი და ორი დრონი ჩამოაგდეს.
სოციალურ ქსელებში დაბომბვის შედეგების ამსახველი ფოტოები და ვიდეოკადრები გავრცელდა. დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და სულ მცირე 15 მანქანა დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლონდა თოლორაია საგარეო უწყებას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში

საია წინასაარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებულ 9 ინციდენტს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობად, სხვისი ნივთის დაზიანებად და კამპანიაში ხელშეშლის შემთხვევებად აფასებს