ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი: ბელგოროდზე განხორციელებულ შეტევას ხუთი ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაშავდა

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდზე განხორციელებულ შეტევას ხუთი ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაშავდა.

მისი თქმით, ორთხივე დაღუპული – ერთი ქალი და სამი მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების მოსვლამდე.

„დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. დაჭრილია 37 მშვიდობიანი მცხოვრები, მათ შორის, შვიდი ბავშვი“, – წერს გლადკოვი Telegram-ზე. 

რუსული მხარე ს Vampire MLRS-ის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვებიდან კასეტური საბრძოლო მასალების სროლაში ადანაშაულებს.