ბელგოროდის გუბერნატორის ცნობით, მიღებულია 9000-მდე ბავშვის ევაკუაციის გადაწყვეტილება

უკრაინის მხრიდან იერიშების გამო ს ბელგოროდის ოლქიდან სხვა რეგიონებში გადაიყვანენ 9000-მდე ბავშვს. ამის შესახებ, როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ წერს, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა დღეს, 19 მარტს, განაცხადა პარტია „ედინაია როსიას“ გენერალური საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას. პრეზიდენტ პუტინის მხარდამჭერი ეს პარტია რუსეთის პარლამენტს აკონტროლებს.
რუსეთი უკრაინის არმიას ადანაშაულებს ბელგოროდის ოლქზე თავდასხმებში, რასაც უარყოფს. გუბერნატორ გლადკოვის თანახმად, 9000-მდე ბავშვს გაიყვანენ ქალაქ ბელგოროდიდან და ბელგოროდის, შებეკინოს და გრაივორონის რაიონებიდან.
გლადკოვმა დღეს ისიც თქვა, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში ბელგოროდის ოლქში დაიღუპა 16 და დაშავდა 98 ადამიანი.
რუსეთი ზედიზედ მერვე დღეა აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან გრძელდება შეტევა ბელგოროდის ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დილით სარაკეტო შეტევა იყო გრაივორონის ოლქზე, სადაც სკოლის და საავადმყოფოს შენობები დაზიანდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, დღის პირველ ნახევარში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, ბელგოროდის ოლქში „გაანადგურეს“ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ვამპირის“ 9 რეაქტიული ჭურვი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. სხვა წყაროებით ეს ცნობები გადაუმოწმებელია.
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქს უკრაინის ტერიტორიიდან უტევენ ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები. ამას უარყოფენ ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსი“ და „ს ბატალიონი“, რომელთა თანახმად, საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამ ჯგუფებმა პირველად 12 მარტს გამოაცხადეს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის საზღვარი ერთობლივად გაარღვიეს ბელგოროდის და კურსკის ოლქებში. შეიარაღებული ფორმირებების წევრები ირწმუნებიან, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი, უკრაინის მხარდამჭერი რუსი მოხალისეები არიან.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა 14 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბელგოროდის და კურსკის ოლქები „აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონებად“ აქციეს რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებსაც სხვა გზა არ დარჩათ, გარდა იმისა, რომ საკუთარი უფლებებისთვის პუტინის რეჟიმს იარაღით ებრძოლონ.
რუსეთის ხელისუფლებას ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსი“ და „ციმბირის ბატალიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. მოხალისეთა შეიარაღებულმა ჯგუფებმა სთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში რამდენიმე ოპერაცია ჩაატარეს 2023 წელსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”