ბელგოროდის გუბერნატორის განცხადებით, დრონებით თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა

ბელგოროდის გუბერნატორის განცხადებით, დრონებით თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
„ბელგოროდის თავზე ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა – საჰაერო სამიზნეები ქალაქის მახლობლად ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის“, – წერს ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამის“ არხზე.
ბელგოროდის გუბერნატორის ცნობით, საჰაერო იერიშის შედეგად, სოფელ რაზუმნოეში ოთხი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, შაბათს ღამით, ბელგოროდის ცაში 40-მდე აფეთქების ხმა გაისმა.