ბელგიურმა კლუბმა 18 წლის ქართველ მეკარეს კონტრაქტი გაუფორმა

18 წლის ქართველმა მეკარემ გიორგი ყავლაშვილმა (სიმაღლე 195 სმ) ბრიუსელის „უნიონ სენ-ჟილუასთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, – ამის შესახებ ბელგიური კლუბი საიტით იტყობინება.
ყავლაშვილი ადრე „ვესტერლოს“ და „ანტვერპენის“ ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა, „უნიონ სენ-ჟილუაში“ ამ სეზონის დასაწყისში გადავიდა და კარიერაში პირველი პროფესიული ხელშეკრულებაც გაუფორმეს.
ყავლაშვილმა გასულ წელს საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში ვროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში მიიღო მონაწილეობა.
„უნიონ სენ-ჟილუამ“ ბელგიის რეგულარული ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა – 30 ტურის შემდეგ 55 ქულა აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში