ლუვენი (ბელგია) 2030 წლის ევროპის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა. მთელი წლის განმავლობაში იქ პანევროპული მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების სერია გაიმართება – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ლიუვენი მიზნად ისახავს კულტურა ფლამანდიური ბრაბანტის მასშტაბით სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების მამოძრავებელი ძალად აქციოს.
„მრავალი ჰორიზონტის ქალაქის“ თემის ფარგლებში, ის ახალგაზრდობას, მდგრად განვითარებას, კულტურათშორის დიალოგსა და ახალ ურბანულ ცხოვრების წესს უსვამს ხაზას.
