ბელგიის პრემიერი აცხადებს, რომ 280 მილიარდი ევროს ოდენობის რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციისთვის მკაფიო მექანიზმია საჭირო

280 მილიარდი ევროს ოდენობის ს ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების კონფისკაციისთვის მკაფიო მექანიზმია საჭირო. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ განაცხადა.
„ჩვენ აქტივების კონფისკაციაზე უარს არ ვამბობთ, მაგრამ მექანიზმზე უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად, მათი გამოყენება უკრაინის დახმარებისთვის საჭირო თანხების მოსაზიდად შეიძლება“, – განაცხადა ალექსანდრ დე კრომ.
„ჩვენ შემდგომი დისკუსიისთვის და გლობალური ფინანსური სისტემის დესტაბილიზაციის გარეშე, უკრაინისთვის ამ ტრანსფერების სამართლებრივი საფუძვლის მოძიებისთვის მზად ვართ“, – აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციას განიხილავენ, მაგრამ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ცენტრალური ბანკის აქტივების მიმართ ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – რეჟიმს მორალური რესურსი ამოწურული აქვს და ახლა ნაძარცვი ქონების გადანაწილება-შენარჩუნებაზეა გადასული, ამ გადანაწილების პროცესში კი რამდენიმე კლანი ერთმანეთს დაერია

ლელა ჯეჯელავა – მგონი, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი დარჩა წინააღმდეგობის პლატფორმაზე და როგორ უნდა აღადგინოს წინააღმდეგობა? ქარტიამდე მისვლაა საჭირო და როგორ მივდივართ? – ან დადებს კონკრეტულ გეგმას, ან სტრატეგიული გაუგებრობა საპროტესტო განწყობას აზიანებს