ბელგიის მატარებლებში „წყნარი ვაგონები” გამოჩნდება

ბელგიური სარკინიგზო ოპერატორი, SNCB ყველა საქალაქთაშორისო მატარებელზე ე.წ. მშვიდი ვაგონების შემოღებას გეგმავს.
„მშვიდი ვაგონები” ბრიუსელი-ლუქსემბურგის, ასევე, ეიპენი-ოსტენდის რეისის მატარებლებზე უკვე დატესტეს. ტესტმა წარმატებით ჩაიარა.
“ევროპულსის” ცნობით, მგზავრები, რომლებიც ბილეთს „მშვიდი ვაგონისთვის” შეიძენენ, მგზავრობის განმავლობაში იღებენ ვალდებულებას, რომ შეეცდებიან მობილური ტელეფონით არ დარეკავენ და არც ზარებს უპასუხებენ. მათ ყურსასმენებშიც კი ხმას ისე უნდა ჩაუწიონ, რომ სხვებმა მუსიკის ხმა ვერ გაიგონ, მობილური ტელეფონები კი ჩუმ რეჟიმზე უნდა გადაიყვანონ და მშვიდად ისაუბრონ.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ათიდან შვიდი ბელგიელი მგზავრი მატარებლებში მშვიდი ზონების იდეას ემხრობა, ხოლო ათიდან სამი მგზავრი აცხადებს, რომ მშვიდი ზონების არსებობის შემთხვევაში მატარებლის ბილეთს უფრო ხშირად შეიძენდა.
„მშვიდი ვაგონები“ ბელგიური “ნოუ-ჰაუ” არ არის და ასეთი ვაგონები ევროპის სხვა ქვეყნებშიც მოძრაობენ, მათ შორის, ავსტრიაში, პოლონეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში.

ასევე დაგაინტერესებთ