ბელგიის თავდაცვის მინისტრი – თუ ბრიუსელისკენ რაკეტას გამოუშვებს, ნატო მოსკოვს მიწასთან გაასწორებს

ბელგიის თავდაცვის მინისტრის, თეო ფრანკენის განცხადებით, თუ ბრიუსელს თავს დაესხმება, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები „მოსკოვს მიწასთან გაასწორებენ“.
კითხვაზე, ეშინია თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ერთ დღეს ბრიუსელისკენ არაბირთვულ რაკეტას გაუშვებს, ბელგიის თავდაცვის მინისტრმა უპასუხა: „არა, რადგან ამ შემთხვევაში ის ნატო-ს გულს დაარტყამს და ჩვენ მოსკოვს მიწასთან გავასწორებთ“.
ამასთან, ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ეჭვი გამოთქვა, რომ პუტინი ბრიუსელის მიმართულებით რაკეტის გაშვებას გაბედავს. მინისტრის თქმით, მას უფრო რუსეთის შესაძლო ჰიბრიდული ქმედებები აშფოთებს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ეს კომენტარი ბელგიაში რუსეთის საელჩომ პროვოკაციულ და უპასუხისმგებლო განცხადებას შეაფასა.
„სამწუხაროდ, ფრანკენის ავანტიურები იმ მილიტარისტული გადახრის განსახიერებას წარმოადგენს, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება ევროპის ომის პარტიაში“, -განაცხადეს რუსეთის საელჩოში.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – 22 მარტს მთავარი წირვა, სავარაუდოდ, სამებაში შესრულდება, ასევე წესის აგებაც და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან