ცეცხლის შეწყვეტა და პოლიტიკური გადაწყვეტა წინსვლის ერთადერთ გზას წარმოადგენს, – ამის შესახებ ბელგიის ვიცე-პრემიერმა, პეტრა დე სატერმა განაცხადა.
„უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი უნდა შეწყდეს. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. საყოველთაო ცეცხლის შეწყვეტა და პოლიტიკური გადაწყვეტა წინსვლის ერთადერთ გზას წარმოადგენს“, – წერს ბელგიის ვიცე-პრემიერი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
პეტრა დე სატერმა აღნიშნა, რომ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ ისრაელში ვიზიტისას მკაფიო გზავნილი გააჟღერა.
შეგახსენებთ, გუშინ, ბელგიის პრემიერმა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელთან განაცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთ გამოსავალს დიალოგი წარმოადგენს.