ბელგია ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანი უკრაინისთვის 800 000 ერთეული ჭურვის შეძენაა, 200 მლნ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერმინისტრმა ალექსანდრ დე კროომ X-ზე დაწერა.
მისივე თქმით, დამატებითი საბრძოლო მასალა უკრაინას უახლოეს კვირებში მიეწოდება.
“ჩვენ ვერასდროს მივუახლოვდებით იმ მსხვერპლს, რომელსაც უკრაინა ყოველდღიურად იღებს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ პრეზიდენტ ზელენსკის ის, რაც მან მოითხოვა – მეტი საბრძოლო მასალა რუსი აგრესორის დასამარცხებლად”. – დაწერა ბელგიის პრემიერმა.
აქამდე, ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა აღნიშნა, რომ გამონახეს გზა, თუ როგორ მიაწოდონ უკრაინას 800 000 ჭურვი, თუმცა ამ პროცესისთვის მათ ფინანსური დახმარება დასჭირდებათ.
როგორც პაველმა აღნიშნა, დასავლეთმა უკრაინას საბრძოლო მასალა ყველა შესაძლო წყაროდან უნდა მიაწოდოს. მისი თქმით, ჩეხეთი ეძებს ქვეყნებს, რომლებისგანაც ჭურვების მიღებას შეძლებენ, შემდეგ კი მუშაობს NATO-ს ქვეყნებთან. მან ცალკე აღნიშნა დანიასთან, ნიდერლანდებთან და კანადასთან თანამშრომლობა. მათ ჩეხეთს მიაწოდეს საბრძოლო მასალა, რომლის გადაცემაც პაველს უკრაინისთვის უნდა.