ბელგია თავდაცვით „კამიკაძე“ დრონებს ყიდულობს

ბელგია ლატვიური კომპანიისგან თავდაცვით ე.წ. კამიკაძე დრონებს შეიძენს, – ინფორმაციას Reuters-ი ბელგიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის მინისტრმა, თეო ფრანკენმა განაცხადა, რომ რიგაში ხელი მოაწერა შეთანხმებას ლატვიურ კომპანია Origin Robotics-თან blaze-ის ტიპის დრონების შეძენასთან დაკავშირებით, რომელთა გამოყენება დრონების აღმოსაჩენად და განადგურებისთვის იქნება შესაძლებელი.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების შეჭრამ აეროპორტების, სამხედრო ბაზებისა და ატომური ელექტროსადგურის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
ბელგიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეჭრას რუსეთის ჩარევის ნიშნები აქვს, თუმცა აღნიშნეს, რომ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ.
ბელგიის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ დრონებთან დაკავშირებული გარიგება 50 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტის ნაწილია, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა თანხა გადაირიცხება Origin Robotics-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?