ბელგია გამოიძიებს ს ჩარევის საქმეს ევროკავშირის მომავალ არჩევნებში

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კრომ პარასკევს განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ივნისში დაგეგმილ ვროპულ არჩევნებში, ს სავარაუდო ჩარევის შესახებ. მისი თქმით, ბელგიის დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა ქსელის არსებობა, რომელიც ცდილობს, ძირი გამოუთხაროს უკრაინის მხარდაჭერას.
„ბელგიის სადაზვერვო სამსახურებმა დაადასტურეს პრორუსული ქსელების ჩარევის მცდელობა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ასევე აქ, ბელგიაში“, – თქვა დე კრომ, რომლის ქვეყანა ამჟამად ევროკავშირის როტაციული თავმჯდომარეც არის.
დე კრომ თქმით, ბელგიური სააგენტოები მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩეხეთის ხელისუფლებასთან მას შემდეგ, რაც იქ პრორუსული გავლენის ოპერაცია გამოიკვეთა. გამოძიებამ აჩვენა, რომ გარკვეულმა პირებმა ევროპარლამენტის წევრებს მიმართეს და ფული შესთავაზეს, რუსული პროპაგანდის ხელშეწყობისთვის.
„ჩვენი დაზვერვის სამსახურის ცნობით, მოსკოვის მიზნები ძალიან ნათელია – დაეხმაროს ევროპარლამენტში მეტი პრორუსი კანდიდატის არჩევას და ამ ინსტიტუტში გარკვეული პრორუსული ნარატივის განმტკიცებას“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
დე კრომ თქვა, რომ „მიზანი ძალიან ნათელია: დასუსტებული ევროპული მხარდაჭერა უკრაინისადმი ემსახურება ბრძოლის ველზე რუსეთის დახმარებას და ეს არის რეალური მიზანი იმისა, რაც გამოვლინდა ბოლო კვირებში“.
ევროკავშირის ქვეყნებმა მილიარდობით ევროს ფულადი დახმარება გადასცეს ს. გარდა ამისა, პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობას ევროპული ქვყენებისგან მნიშვნელოვანი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა მიეწოდება. ეროკავშირის ქვეყნებმა, ში ომის დაწყებისთანავე სანქციები დაუწესეს რუსეთის მაღალჩინოსნებს, რუსულ ბანკებს, კომპანიებსა და ენერგეტიკულ სექტორს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია