ბელგიაში მინიმალური თვიური ხელფასი €2000-ს გადააჭარბებს

ბელგიაში, პირველი აპრილიდან, მინიმალური თვიური ხელფასი €2,029.88-მდე გაიზრდება. აღნიშნულ ინფორმაციას euronews business-ი ავრცელებს.
Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირის მასშტაბით, მინიმალური თვიური ხელფასი €2,000-ს ბელგიის ჩათვლით, ახლა უკვე ხუთ ქვეყანაში გადააჭარბებს.
პირველ ეტაპზე, მინიმალური თვიური ხელფასი ქვეყანაში 35.70 ევროთი გაიზრდება. პროფკავშირების განცხადებით, მინიმალური ხელფასის მატება დაბალი შემოსავლის მქონე 80 ათასამდე პირს შეეხება.
გარდა ამისა, 1 აპრილიდან ბელგიაში იზრდება საგადასახადო დასაქმების ბონუსიც. შედეგად, დასაქმებულები, პოტენციურად, ხელზე თვეში დაახლოებით 50 ევროთი მეტს აიღებენ.
Eurostat-ის მონაცემებით, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, ბელგიაში სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი დაახლოებით 400 ევროთი გაიზარდა. ‘
ევროკავშირის 22 სახელმწიფო ყველაზე მაღალი თვიური მინიმალური ხელფასით: