ბელგიამ ლიცენზიები შეუჩერა დენთის ქარხანას, რომელიც ისრაელში ექსპორტს ახორციელებდა

ბელგიამ ლიცენზიები შეუჩერა დენთის PB Clermont-ს, რომელიც ისრაელში ექსპორტს ახორციელებს.
ქარხანა ქალაქ ლიეჟში მდებარეობს და მასზე ლიცენზიები 2023 წელს, 18-თვიანი ვადით გაიცა.
ვალონიის მთავრობის ოფიციალური პოზიციით, 2009 წლიდან ვალონიას არ უწარმოებია ისეთი აღჭურვილობა, რომელიც ს სამხედრო შესაძლებლობებს გააძლიერებდა.
ამავე ინფორმაციით, მოცემულ ქარხანაში წარმოებული დენთი არ არის განკუთვნილი ისრაელის არმიისთვის გამოსაყენებლად, არამედ საბრძოლო მასალა იწარმოება ევროკავშირის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში ექსპორტისთვის.
ვალონიის პრემიერ-მინისტრ დი რუპოს განცხადებით, იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს 27 იანვრის გადაწყვეტილების და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო, ქარხნისთვის მინიჭებული ლიცენზიები განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა.
ფლამანდიური გაზეთი De Morgen 25 იანვარს იტყობინებოდა, რომ PB Clermont-ის ქარხანამ ისრაელში 2023 წლის ნოემბერში 16 ტ დენთი გაგზავნა.
მედიის ინფორმაციით, ისრაელის კომპანია Zim-ის გემმა ანტვერპენის პორტი დატოვა და ტვირთი ღაზას მახლობლად მდებარე აშდოდის პორტში მიიტანა. ამ ეპიზოდმა ვალონიის მთავრობის კრიტიკა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ