ბელა ზაქაიძე: არავინ დასჯილა მოძალადეებისგან. სამაგიეროდ ისჯება ქეთა, ქეთა უფრო “საშიში დამნაშავე” ყოფილა

ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე:
ვიღაც-ვიღაცეებს რომ გგონიათ, აკრძალვებით და დაკავებებით ჩაახშობთ პროტესტს და უსამართლობას აღარ დავინახავთ ძალიან ცდებით, პირიქით.
გვახსოვს ნოემბერ-დეკემბერში სპეცრაზმელები უკვე დაკავებულ აქციის მონაწილეებს როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ. არავინ დასჯილა მოძალადეებისგან.
სამაგიეროდ ისჯება ქეთა, Keta Tsitskishvili ქეთა უფრო “საშიში დამნაშავე” ყოფილა.
ვიღაც-ვიღაცეებს რომ ჰგონიათ დანაშაულებები უნდა “აპრაონ”, პოლიტიკური პარტია უნდა დაიცვან, მისი ძალაუფლებისთვის უნდა იბრძოლონ და არა ჟურნალისტური პრინციპებისთვის, დემოკრატიული ღირებულებებისთვის ძალიან შემცდარხართ. პარტიები დროებითია, ჩვენ ამ პროფესიაში ვრჩებით და საკუთარი კოლეგების დაცვის გამო, ძალადობის გაპროტესტების გამო არ უნდა გვეკრძალებოდეს ჟურნალისტური საქმიანობის უფლება, რომელსაც წლები შევალიეთ. თითქოს შევეგუეთ ჩვენი კოლეგების დაკავებებს, რაც შემზარავია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: მაშინ როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად არის გაზრდილი ურთულესი დაავადებები პატარა ბავშვებში, მაშინ როცა ათასობით პატარა და მათი მშობელი უკურნებელ სენს ებრძვის, ვიღაც ჩლიქოსნები ბედავენ და ჭამენ, ხრავენ, პარსავენ ქვეყანას