ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში საპრეზიდენტო მიმდინარეობს, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა, – ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ეს არის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც, ქვეყნის ოპოზიციისა და დასავლეთის შეფასებით, ლუკაშენკომ გააყალბა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები კი ბელარუსის ხელისუფლებამ ჩაახშო და ათასობით ადამიანი დააპატიმრა.
„ჩვენმა ყველა მოწინააღმდეგემ და მტერმა უნდა გაიგოს: არ გქონდეთ იმედი, ჩვენ არასოდეს გავიმეორებთ იმას, რაც გვქონდა 2020 წელს“, – განაცხადა ლუკაშენკომ პარასკევს.
„ფრანს-პრესი“ წერს, რომ მოსალოდნელია, რომ ლუკაშენკო, რომელიც 1994 წლიდან ხელისუფლებაშია, გამარჯვებულად გამოცხადდება და ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას მეშვიდე ვადით დაიკავებს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა გუშინ განაცხადა, რომ ბელარუსში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები არის სიყალბე და რომ ლუკაშენკოს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს