ბელარუსში პოლიტპატიმრებს ამუშავებენ ფერმაში, რომელიც გერმანიის პარლამენტის ულტრამემარჯვენე დეპუტატის კომპანიას ეკუთვნის – Reform.news-ი

გერმანის ბუნდესტაგის – პარლამენტის – წევრებმა შეშფოთება გამოხატეს ბელარუსულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, რომ აქტივისტები, რომლებსაც 2020 წელს ადმინისტრაციული სასჯელი დაადეს, მუშაობენ ხახვის პლანტაციებში, რომელიც ეკუთვნის გერმანიის პარლამენტის დეპუტატის, ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტიის – ალტერნატივა გერმანიისთვის წევრის კომპანიას.
ცნობით, რომელიც Reform.news-მა გაავრცელა 24 სექტემბერს, იორგ დორნაუ მფლობელია ხახვის პლანტაციისა დასავლეთი ბელარუსის ლიდას რაიონში. იქ მოხალისეობის პრინციპით მომუშავე პატიმრებს დღეში ხუთ ევროს უხდიან.
საქსონიის პარლამენტის დეპუტატმა, კერსტინ კიოდიცმა, 26 სექტემბერს უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ თუ ეს ბრალდება დადასტურდა, დორნაუ უნდა გადადგეს.
„ასეთმა ქმედებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს გერმანიის რეპუტაციას და ნაციზმის დროინდელი ძველი ჭრილობები გაუხსენოს ჩვენ აღმოსავლელ მეზობლებს“- თქვა კიოდიცმა.

ასევე დაგაინტერესებთ