ბელარუსში ნობელიანტ მწერალ სვეტლანა ალექსიევიჩს ბინის ჩამორთმევით ემუქრებიან

ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზია იმუქრება, რომ ნობელიანტ მწერალს, სვეტლანა ალექსიევიჩს მინსკში კუთვნილ ბინას ჩამოართმევენ, იტყობინება „მედუზა“.
ბელარუსულ ტელევიზიაში ახალი ამბების წამყვანმა თქვა, რომ ალექსიევიჩის ბინა ბრწყინვალედ მოერგებოდა მილიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრსა და მის ოჯახს.
ალექსიევიჩს ბელარუსის დატოვება 2020 წელს მოუწია, როცა გაყალბებული საპრეზიდენტო ს შემდეგ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები დაიწყო. ლუკაშენკომ ისინი მათ შორის ს დახმარებით ჩაახშო.
ალექსიევიჩი, რომელიც მაშინდელი ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოში შედიოდა, აცხადებს, რომ ლუკაშენკო „შურისძიებით ემუქრება ყველას, ვინც მაშინ რევოლუციაში მონაწილეობდა“.
მინსკში ბინა ალექსიევიჩმა ნობელის პრემიის მიღების შემდეგ მიიღო. „იქ ჩემი ხელნაწერებია, ყველაფერი იქ დარჩა. ბინა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი როდია, შენი სამყაროცაა. მთელი ეს სამყარო იქ დარჩა“, – ამბობს მწერალი, რომელსაც სამშობლოს დატოვება მოუწია.
სვეტლანა ალექსიევიჩი არაერთი ნაწარმოების ავტორია, დიდწილად გვიანდელ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ეპოქაზე. მისი ცნობილი ნამუშევრებია „ომს ქალის სახე არ აქვს“, „ჩერნობილის ლოცვა“, „ცინკის ბიჭები“ და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს