ბელარუსში გერმანიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ბელარუსში გერმანიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი დამოუკიდებელი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 30 წლის გერმანიის მოქალაქეს, რიკო კრიგერს, მინსკის საოლქო სასამართლომ განაჩენი ჯერ კიდევ 24 ივნისს გამოუტანა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.
მას სისხლის სამართლის ექვს სტატიის დარღვევაში ადანაშაულებდნენ: “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნა,” “სააგენტო საქმიანობა,” “ტერორისტული აქტი,” “ექსტრემისტული ფორმირების შექმნა,” “სატრანსპორტო საშუალების ან კავშირის საშუალების განზრახ მწყობრიდან გამოყვანა,” “ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებთან დაკავშირებით უკანონო ქმედებები.”
ამ მომენტისთვის უცნობია შევიდა სასიკვდილო განაჩენი კანონიერ ძალაში თუ გასაჩივრდა. აღინიშნება, რომ კრიგერის წინააღმდეგ პროცესი 6 ივნისს დაიწყო და სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი 18 დღის შემდეგ გამოიტანა.
“რადიო თავისუფლების” ბელარუსული სამსახურის კითხვაზე მინსკში მდებარე გერმანიის საელჩოში უპასუხეს, რომ ისინი “საქმის კურსში არიან” და “საკონსულო მომსახურებებს უწევენ.”
“გთხოვთ გაიგოთ, რომ ცალკეული საკონსულო საქმეების შემდგომი დეტალების კომენტირება არ შეგვიძლია,” – განუცხადეს ჟურნალისტებს გერმანიის საკონსულოში.

ასევე დაგაინტერესებთ