ბელარუსს შეუჩერეს საერთაშორისო წითელი ჯვრის წევრობა

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციამ ბელარუსის წითელ ჯვარს ორგანიზაციის წევრობა შეუჩერა.
ფედერაციის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება მათ მიიღეს ბელარუსის წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის, დმიტრი შევცოვის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო.
საერთაშორისო ფედერაციაში აღნიშნეს, რომ ორგანიზაციის გამგეობამ შევცოვის თანამდებობიდან გადაყენება მის მიმართ არსებული ბრალდებების გამოძიების შემდგომ მოითხოვა.
ეს ბრალდებები უკავშირდება მის განცხადებებს, ბირთვული იარაღის საკითხზე, უკრაინელი ბავშვების ბელარუსში გადაყვანის ფაქტებზე, ასევე მის ვიზიტზე ლუგანსკსა და დონეცკში.
გამოცემა NEXTA წერს, რომ დმიტრი შევცოვი მხარს უჭერდა ს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ პროსამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა აკონტროლებს, ახლა დაფინანსებას დაკარგავს. ხოლო ორგანიზაციის წარმომადგენლები ვერ მიიღებენ მონაწილეობას გენერალურ ასამბლეაში, მათ არც ხმის მიცემის და საერთაშორისო ფედერაციის ორგანოებში არჩევის უფლება ექნებათ.
ბელარუსის წითელი ჯვარი დაიბრუნებს თავის პოზიციას, თუ შესრულდება საბჭოს გადაწყვეტილება, – ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის პრესრელიზში.
გამოცემა „მედუზას“ ცნობით, შევცოვმა საერთაშორისო წითელი ჯვრის გადაწყვეტილებას „აბსოლუტურად პოლიტიზებული“ უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა