ბელარუსმა სამხედრო დოქტრინაში შეიტანა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა

ბელარუსმა განახლებულ სამხედრო დოქტრინაში შეიტანა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში თავისი მოკავშირის, ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი 2023 წელს განათავსა.
ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ქვეყნის მეთაურმა ლუკაშენკამ 16 იანვარს გამართა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა წარმოადგინა განახლებული სამხედრო დოქტრინის და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტები.
მინისტრმა ხრენინმა სააგენტოს განუცხადა, რომ შესაძლო საფრთხეებზე რეაგირების მიზნით, ბელარუსმა განსაზღვრა ხედვა თავის ტერიტორიაზე არსებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.
ზოგადად, სამხედრო დოქტრინის მიხედვით, ბელარუსი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა და არავის ემუქრება, მაგრამ საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობებს და სამხედრო ძალის გამოყენების ან აგრესიის საფრთხეს აღკვეთს სახელმწიფოს მთელი პოტენციალის გამოყენებით. განახლებული დოქტრინა ბელარუსის ეროვნულმა კრებამ უნდა დაამტკიცოს.
· ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველად 2023 წლის 25 მარტს გამოაცხადა, რომ მინსკის „თხოვნით“, ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსდება რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი.
· 2023 წლის 16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ პირველი ბირთვული ქობინები უკვე ბელარუსშია და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე