ბელარუსმა და უნგრეთმა ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

ბელარუსმა და უნგრეთმა ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
დღეს მინსკში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ბელარუს კოლეგას, სერგეი ალეინიკს შეხვდა.
„ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მსგავსი ტექნოლოგიის საშუალებით რეაქტორების მშენებლობისას ბელარუსის მიერ მიღებული გამოცდილება გამოვიყენოთ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
ასევე, სიიარტომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ში ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.
„აღშფოთებული ვარ განცხადებებით იმის შესახებ, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარისკაცებს აგზავნიან“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.