ბელარუსი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ზელენსკი-პუტინის შეხვედრას ორგანიზება გაუწიოს

ბელარუსის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ნატალია ეისმონტმა რუსულ გამოცემა Ведомости-თან საუბრისას განაცხადა, რომ ბელარუსი მზადაა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრას ორგანიზება გაუწიოს, თუმცა დაამატა, რომ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და დონალდ ტრამპს ამ საკითხზე არ უსაუბრიათ.

“ბელარუსს არ უთხოვია მედიატორის როლი და არც ითხოვს ამას, მაგრამ თუ ეს ჩვენს ძმურ რესპუბლიკაში მშვიდობისთვისაა საჭირო, მზად ვართ, ნებისმიერ შეხვედრას ორგანიზება გავუწიოთ და ჩვენ ყველაფერს უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ. მაგრამ ბელარუსის პრეზიდენტს არ უსაუბრია ამ საკითხზე მის ამერიკელ კოლეგასთან,” ციტირებს ეისმონტს რუსული გამოცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია