ბელარუსის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის. ინფორმაციას Reuters-ი ბელარუსის სამთავრობო მედია Belta-ზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ხანძარი დიზელის საწვავთან დაკავშირებულმა ინციდენტმა გამოიწვია. “ნაფტანი”-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ჩრდილოეთ ბელარუსში, ნოვოპოლოცკში მდებარეობს და ის ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ქარხანაა.




