ბელარუსის ელჩის შემდეგ, “ოცნების” პრემიერი ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა

ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა.
დღეს მ ასევე შეხვედრა გამართა ბელარუსის ელჩთან ნიკოლაი როგაშჩუკთან.
“შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე. ჩინეთის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადასცა ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევა ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება”- წერია განცხადებაში.