ბელარუსის არმიის ვერტმფრენმა რუსული დრონი ჩამოაგდო – მედია

ბელარუსის საჰაერო თავდაცვის ძალების ვერტმფრენმა მი-24-მა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდო „გერბერას“ ტიპის რუსული დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უკრაინისკენ მიემართებოდა. ამის შესახებ დღეს, 14 ივლისს უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
წყაროთა ცნობით, ინციდენტი 12 ივლისს მოხდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა სულ მცირე სამი რუსული დრონი, რომელთაგან ერთი ბელარუსის არმიის ვერტმფრენის ეკიპაჟმა პატრულირებისას აღმოაჩინა.
წყაროთა თანახმად, განადგურებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ბელარუსის გომელის რაიონში ჩამოცვივდა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ბელარუსი უკრაინის ს, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, როვნოს და ვოლინის ოლქებს ესაზღვრება.
უკრაინის წინააღმდეგ ს ომის მხარდაჭერის გამო საერთაშორისო სანქციები მოქმედებს ბელარუსის წინააღმდეგაც.