ბეკჰემმა რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, მის სახელს ფარდების და საყოფაცხოვრებო საქონლის გასაყიდად გამოიყენებენ – The Telegraph

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დევიდ ბეკჰემმა, თავისი სავაჭრო ბრენდი David Beckham რუსეთში დაარეგისტრირა.
სავაჭრო ნიშან David Beckham-ის გამოყენებით, რუსეთში სპორტული, ახალშობილებისთვის განკუთვნილი, საყოფაცხოვრებო საქონელი გაიყიდება, მათ შორის ფარდები, ახალშობილის საფენები, ხელსახოცები, ცხვირსახოცები, კოღოს საწინააღმდეგო ბადეები, ტომრები, თეთრეული, სამზარეულოს პირსახოცები და მრავალი სხვა.
ყოფილმა ნახევარმცველმა სავაჭრო სახელის დასარეგისტრირებლად რუსეთის საპატენტო ორგანიზაცია Роспатент-ში განაცხადი 2024 წლის 21 ივნისს შეიტანა, ხოლო დადებითი პასუხი მიმდინარე წლის 7 თებერვალს მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”