ბეირუთის აეროპორტში ქაოსი სუფევს რამდენიმე ფრენის გადადების გამო

5 აგვისტოს, ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტში ქაოსი იყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიამ დროებით შეაჩერა ფრენები ლიბანში, ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში სამხედრო ესკალაციის საფრთხის გამო.
ბევრი მგზავრი დილიდან ელოდებოდა გაფრენას. აეროპორტის წყაროებმა dpa-ს განუცხადეს, რომ უზარმაზარი რიგებია და ფრენების შეფერხება ზოგიერთ შემთხვევაში მგზავრების პანიკას იწვევს.
ბეირუთის აეროპორტი ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია ქვეყანაში.
ახლო აღმოსავლეთში ახალი დაძაბულობის ფონზე -ის საელჩომ ბეირუთში 3 აგვისტოს მოუწოდა თანამოქალაქეებს დატოვონ ლიბანი “ნებისმიერი ხელმისაწვდომი ბილეთით”.
ასეთი რეკომენდაცია მოჰყვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლამის მსგავს გაფრთხილებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ სიტუაცია “შეიძლება სწრაფად გაუარესდეს.”
მანამდე ირანი მკაცრ შურისძიებას დაჰპირდა ისრაელს, რომელსაც ირანის ხელისუფლება 31 ივლისის ღამეს თეირანში ტერორისტულად აღიარებული პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობაში ადანაშაულებს.
5 აგვისტოს ირანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლით, მას აქვს უფლება, თავი დაიცვას და ფიქრობს, რომ ს დასჯა თავიდან აგვაცილებს არასტაბილურობას რეგიონში მაგრამ ამავე დროს სურს თავიდან აიცილოს მეტი დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს