ბეზოსმა უსახლკაროთა დასახმარებლად დამატებით $110 მილიონი გაიღო

Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში უსახლკაროების დასახმარებლად დამატებით $110.5 მილიონი გაიღო. შემოწირულება ჯამში 40 არაკომერციულ ორგანიზაციას ბეზოსის ფონდის, Day 1 Families Fund-ის მეშვეობით გადაეცემა.
ბეზოსის ქველმოქმედების ფარგლებში ორგანიზაციები $425,000-დან $5 მილიონამდე დაფინანსებას მიიღებენ. უმსხვილეს ბენეფიციარებს შორის არიან Welcome House-ი და Jenesse Center-ი. თითოეული მათგანი ბეზოსის მიერ გაღებული თანხიდან $2.5-2.5 მილიონს მიიღებს.
ბეზოსის Day 1 Fund-მა 2018 წელს, უსახლკარო ოჯახების დასახმარებლად, $2 მილიარდის უზრუნველყოფის პირობა დადო. საქველმოქმედო ფონდს ამ დროისთვის $749 მილიონი აქვს გაცემული.
უახლესი შემოწირულების წყალობით, ბეზოსის მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხა $3.5 მილიარდს აღწევს. ეს თანხა დაახლოებით იმდენია, რამდენიც ბეზოსმა მხოლოდ ამ თვეში, Amazon-ის აქციების ნაწილის გაყიდვიდან მიიღო.
National Alliance to End Homelessness-ის მონაცემებით, -ში უსახლკაროთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა. ეს ყველაზე დიდი მატებაა მას შემდეგ, რაც 2007 წელს ორგანიზაციამ მონაცემების შეგროვება დაიწყო.
უსახლკარობის ზრდამ განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა ოჯახებს: ოჯახები ამჟამად უსახლკარო მოსახლეობის დაახლოებით მესამედ შეადგენენ. ბეზოსის Day 1 Fund-ი სწორედ უსახლკარო ოჯახების დახმარებასა და მათთვის გადაუდებელი თავშესაფრის უზრუნველყოფაზეა ფოკუსირებული.
ამერიკული Forbes-ი Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონებას $218.8 მილიარდად აფასებს. ბეზოსი ამ დროისთვის მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანია.
წყარო: forbs.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…