ბეზოსი Amazon-ის აქციების $1 მლრდ-ად გაყიდვას გეგმავს

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი Amazon-ის აქციების საკუთარი წილის გაყიდვას გეგმავს მას შემდეგ რაც გასულ კვირას დაახლოებით 240 მილიონი დოლარის ღირებულების აქციების გაყიდა. ამის შესახებ CNBC და Reuters წერენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბეზოსი 8-დან 10 მილიონამდე აქციას გაყიდის, რომელთა საერთო ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია.
ბეზოსი, რომელიც მსოფლიოში მესამე უმდიდრესი ადამიანია და რომელსაც დაახლოებით 170 მილიარდი დოლარის ქონება აქვს, კვლავ ფლობს Amazon-ის დაახლოებით 988 მილიონ აქციას, რაც კომპანიის თითქმის 10%-ს წარმოადგენს.
მას შემდეგ, რაც ბეზოსი ამაზონის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან 2021 წელს გადადგა, აქტიური ქველმოქმედება დაიწყო და თქვა, რომ თავისი სიმდიდრის უმეტესი ნაწილის ქველმოქმედებისთვის გაცემას აპირებს.
ბეზოსმა თქვა, რომ ყოველწლიურად ყიდის მინიმუმ 1 მილიარდი დოლარის Amazon-ის აქციებს სარაკეტო სტარტაპ Blue Origin-ის დასაფინანსებლად, ხოლო 2020 წელს მან დედამიწის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად 10 მილიარდ დოლარიანი ფონდი შექმნა.