ბეზოსი $6.2-მილიარდიან -სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

The New York Times-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი ახალ -სტარტაპს, Project Prometheus-ს ქმნის, რომლის დაფინანსებამ უკვე 6.2 მილიარდ დოლარს მიაღწია, მათ შორის ნაწილი თავად ბეზოსის ინვესტიციაა. გამოცემის შეფასებით, ეს ადრეულ ეტპზე მყოფი ს მიერ მოძიებული ყველაზე დიდი დაფინანსებაა.
წყაროების ცნობით, Project Prometheus-ს თავად ჯეფ ბეზოსი და მეცნიერი ვიკ ბაჯაჯი უხელმძღვანელებენ. ეს უკანასკნელი ადრე Google X-ის დირექტორად მუშაობდა, ტექნიკური გიგანტის მოწინავე კვლევისა და განვითარების ფილიალში.
აღსანიშნავია, რომ ბაჯაჯმა უკვე განაახლა თავისი LinkedIn-ის პროფილი, სადაც ის ამჟამად Project Prometheus-ის თანა-აღმასრულებელ დირექტორად და თანადამფუძნებლად არის მოხსენიებული. თუმცა ს პროფილის გვერდი ჯერჯერობით თითქმის ცარიელია.
რაც შეეხება ჯეფ ბეზოსს, მას პროექტის შესახებ საჯაროდ კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია. მისი ბოლო სოციალური აქტივობა კი, ძირითადად, Blue Origin-ის რაკეტის გაშვებას ეხება, რომელმაც NASA-ს მარსის მისიის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრების წყვილი აიტანა და მისია წარმატებით შეასრულა.
არასაკმარისი ინფორმაციის მიუხედავად, ცნობილია, რომ Project Prometheus-ი იმუშავებს ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, აეროკოსმოსურ სექტორსა და ავტოწარმოებაში ინჟინერიისა და წარმოების პროცესების ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს. ანონიმური წყაროები The New York Times-თან აცხადებენ, რომ სტარტაპმა უკვე დაიქირავა დაახლოებით 100 თანამშრომელი, მათ შორის მკვლევრები, რომლებიც OpenAI-დან, Google DeepMind-იდან და Meta-დან მიიზიდეს. უცნობია, გადაიკვეთება თუ არა ახალი ინიციატივა Amazon-ის AI-მიმართულებებთან.
Forbes-ის შეფასებით, მოცემული დროისთვის ჯეფ ბეზოსის ქონება 244.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოში მესამე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.